ბულგარეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
ირაკლი ღარიბაშვილს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში არსებულ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც 2016 წლის იანვარში გაიმართება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატოს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას ყურადღება რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების ქონა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პენსია 50 ლარით გაიზარდოს