ბუკინგემის სასახლის დაცვამ ელისაბედ დედოფალს კინაღამ ესროლა

ბუკინგემის სასახლის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დედოფალ ელისაბედ II, ღამის გასეირნების დროს კინაღამ ესროლა – დღეს The Independent-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დედოფალს უძილობა აქვს და ის ხშირად სეირნობს ღამის საათებში სასახლის ტერიტორიაზე. ერთხელ, ღამით დაცვამ ფიგურა დაინახა სასახლის კედელთან. მან ჩათვალა, რომ ეს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოჭრილი ადამიანი იყო, იარაღი მიუშვირა და დაუყვირა: “ვინ არის?”. როცა გაირკვა, რომ გვიანი მოსეირნა ელისაბედ დედოფალი იყო, დაცვამ მას უთხრა: “ეშმაკმა დალახვროს, თქვენო უდიდებულესობავ, კინაღამ გესროლეთ”. დაცვამ იცოდა, რომ დედოფალთან საუბარში მსგავსი ტონი კარგის მომასწავებელი არ იყო და განაჩენსაც ელოდებოდა, თუმცა, ელისაბედ დედოფალმა სიტუაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. “ყველაფერი რიგზეა. სხვა დროს აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ ჩემთვის სროლამ არ მოგიწიოთ” – უპასუხა დედოფალმა დაცვას.
როდის მოხდა ინციდენტი, გამოცემა არ აზუსტებს, მაგრამ მიმდინარე მომენტში მამაკაცი სასახლეში არ მუშაობს – წერს The Independent-ი.

banner
წინა სტატიაშიობამამ ამერიკელებს წერილით მიმართა
შემდეგი სტატია“ნუ ითარსებით!…ჩაიგუბეთ ცოტა ხანს პირში წყალი ან ჩაიბღუჯეთ ცოტა ხანს პირში ლარი”