ბუკიას ბაღთან, ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა ნაპოვნი და მოხსნილია

policia

გამნაღმველებმა ბუკიას ბაღთან, “ტოიოტას” მარკის ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ხელყუმბარა ავტომობილის ქვეშ იყო დამაგრებული, რომელიც გამნაღმველებმა უკვე მოხსნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს და განმარტავენ, რომ დეტალები სამართალდამცავების მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა
შემდეგი სტატიაუკრაინა იაპონიისგან 300 მილიონიან კრედიტს მიიღებს