ბუდისტმა ბერებმა დამკრძალავ კონკურსზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

ბუდისტმა ბერებმა დამკრძალავ კონკურსზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

ბუდისტმა ბერებმა დამკრძალავ კონკურსზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარესტოკიოში დამკრძალავი ბიუროს ინდუსტრიის გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბუდისტი ბერების კონკურსი მოეწყო – წერს The Daily Telegraph

შეჯიბრებაში მონაწილეობა 8 მსახურმა მიიღო. ისინი ერთმანეთს ლოცვების კითხვაში და სუტრების სიმღერაში შეეჯიბრნენ – ღონისძიება ტრადიციული დამკრძალავი რიტუალის ძირითადი კომპონენტებისგან შედგებოდა.
კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა ბერმა კარატეს ცოდნის დემონსტრირებაც მოახდინა. მამაკაცმა ხელისგულით ათობით კერამიკული ფილა დაამსხვრია, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ შესაძლებელია ისინი დააფრთხო.

მიუხედავად ამისა, გაიმარჯვა ბერმა სეუიუ ტაკიოსმა, რომელიც ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარე ტაძარში მსახურობს – მან მაყურებლის სიმპათიის დამსახურება შეძლო.

იაპონური მედიის ცნობით, კონკურსის გარდა გამოფენაზე ნაჩვენები იყო გარდაცვლილის სხეულის დასასაფლავებლად მოსამზადებელი პროცედურების მასტერ-კლასი. მოდელებად ცოცხალი ადამიანები გამოვიდნენ.

The Daily Telegraph აღნიშნავს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ბევრი ბუსდისტური ტაძარი არ აშენებს სასაფლაოებზე სანიშნებს – მათი აზრით, ახალგაზრდა თაობას არ ეცლება იმისთვის, რომ ოჯახურ სასაფლაოებს მოუარონ.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მეომარმა ჩინელმა ინტერვიუს მიცემა ინანა
შემდეგი სტატიაქსენია სობჩაკმა პუტინის მიმართვის პაროდია შეასრულა… (VIDEO)