ბუდაპეშტში აფხაზი სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ევროსაბჭომ, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის მონაწილეობით, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით აფხაზ სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარა ბუდაპეშტში – ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ბუდაპეშტში ტრენინგები ციხეებში და სხვა დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებს შეეხებოდა, სადაც ევროპელმა ექსპერტებმა სხვადასხვა მაგალითი და პრაქტიკა წარუდგინეს ტრენინგების მონაწილეებს. ტრენინგები ჩატარდა, ასევე თარჯიმან-სინქრონისტებისთვის, რომელსაც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი რკინიგზის გახსნისთვის მზად არის იმ შემთხვევაში, თუკი ჩართული იქნება დამოუკიდებლად
შემდეგი სტატიაშს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ორი ოპერაცია ესაჭიროება