ბრნოს ფესტივალზე აპროტესტებენ სპექტაკლს, სადაც იესო მუსლიმ ქალს აუპატიურებს

ჩეხეთის ქალაქ ბრნოში აქტივისტებმა თეატრის წინააღმდეგ სასამართლოში ათამდე საჩივარი შეიტანეს სპექტაკლის წინააღმდეგ, სადაც ერთ-ერთ სიუჟეტში იესო მუსლიმ ქალს აუპატიურებს. საჩივრები შეტანილია ბრნოს სახელმწიფო თეატრის და სპექტაკლის ოთხი თანაორგანიზატორის მიმართაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ აქტივისტების საჩივრები არ დააკმაყოფილა. აქტივისტები თეატრს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თამაშისგან თავის შეკავებას სთხოვენ. მათ, ასევე, წერილი მისწერეს ქალაქის მერს პეტრე ვოკრალოვს, წერილში ისინი წერენ, რომ სპექტაკლი ქვეყნის კონსტიტუციასა და გამოხატვის თავისუფლების დეგრადირებული ხედვის მაგალითია. წერილს 7 ათასამდე აქტივისტი აწერს ხელს. ასევე, აქტივისტები თვლიან, რომ სცენა მუსლიმი მორწმუნეების პროვოცირებას გამოიწვევს.

სპექტაკლის სახელწოდებაა “ჩვენი ძალადობა და თქვენი ძალადობა”, მისი ჩვენება ბრნოს თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 26 მაისს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა
შემდეგი სტატიასირიის არმიამ დამასკოზე სრული კონტროლი დაიბრუნა