ბრიუსელში საქართველოს საელჩომ საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობამ ბრიუსელში საახალწლო მიღებას უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა. მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში17-18 დეკემბერს თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართება
შემდეგი სტატიაპოროშენკოსთან მოვილაპარაკებ მხოლოდ ერთ რამეზე – გადადგომაზე – მიხეილ სააკაშვილი