ბრიუსელში ქალი დანით ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და ორი მგზავრი დაჭრა

ბრიუსელში დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და ორი მგზავრი დაჭრა. ბელგიური მედიის ცნობით, ინციდენტი ვატერლოოს ბულვარში მოხდა.

ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ ქალმა სავაჭრო ცენტრში სცადა მიმალვა, სადაც კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და თავდასხმელი ხელში დაჭრეს.

პოლიციის ცნობით, მომხდარი ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. ქალს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

banner
წინა სტატიაში(video) მეზღვაურების გულგრილობის შედეგად მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი ზღვაში ჩაიძირა
შემდეგი სტატია“ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები” – ლევან იზორია გონიოში დაკარგული სპეცრაზმელების საქმეზე