ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 13:40

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს. ნატო-ს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს და ასევე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრისმაგვარი შეფერხებების აგებას ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ.
ასევე ნათქვამია, რომ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს.
ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღება.

“ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს, როგორიც არის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრისმაგვარი შეფერხებების აგება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღება. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველო ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს. ასევე მივესალმებით საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა ხელშესახები შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიზნით”, – ნათქვამია დეკლარაციაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 12, 2018 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,159
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics