ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

ბელგიაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა – ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტში დაიღუპა 13 ადამიანი, მეტროში 10. დაჭრილთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს.

მეტროსადგური, სადაც აფეთქება მოხდა, ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ორგანიზაციამ დღეს ყველა შეხვედრა გააუქმა. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ნატოს შტაბ ბინასთანაც. დახურულია ბრიუსელის აეროპორტი.

ქალაქის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა ევროსტარმაც. ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

ბრიუსელის გარდა, დღევანდელ აფეთქებებთან დაკავშირებით უშიშროების საგანგებო სხდომები იმართება პარიზსა და ლონდონში.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასუს-ის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია