ბრიუსელში ჩხრეკისას ასაფეთქებლები და “ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს

ბრიუსელში ჩხრეკის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” დროშა და ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს – Reuters-ი ბელგიის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც დატენილი იყო ლურსმნებით და სხვა, ბრიუსელის სკარბეკის რაიონში იქნა აღმოჩენილი. რამდენიმე საათის წინ, ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა ვან ლევმა განაცხადა, რომ ბრიუსელის რამდენიმე რაიონში ინტენიური ჩხრეკები მიმდინარეობს და იკითხებიან მოწმეები.
გარდა ამისა, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში კიდევ ერთი ასაფათქებელი მოწყობილობა იქნა ნაპოვნი.

სამართალდამცველების ვარაუდით, 22 მარტის ტერაქტების სერია სამი ტერორისტის მიერ იქნა მოწყობილი, სავარაუდოდ, ორი მათგანი დაიღუპა, ერთი კი იძებნება – თქვა ლევმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები ბრიუსელის აფეთქებაზე – ეს სპეცსამსახურების ჩავარდნაა
შემდეგი სტატიაწლის ვიდეო