ბრიუსელმა ანკარას 1,4 მილიარდი ევრო გამოუყო

ბრიუსელმა ანკარას 1,4 მილიარდი ევრო გამოუყო

96ევროკომისიამ ანკარას თურქეთში სირიელი ლტოლვილების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი ევრო გამოუყო – ამის შესახებ 28 ივლისს ევროკომისიის პრეს-მდივანმა, მინა ანდრეევამ ბრიფინგზე განაცხადა.
“თანხა გამოიყო ლტოლვილების განათლების, საცხოვრებელის, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სოციალ-ეკონომიკური დახმარებისათვის” – განაცხადა ანდრეევამ.

მისივე განმარტებით, ეს ბრიუსელსა და თურქეთს შორის მიმდინარე წლის მარტში დადებული ხეშეკრულების ერთ-ერთი პუნქტია.

26 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდორანმა ევროკავშირს სამი მილიარდი ვალის შესახებ შეახსენა – ამის შესახებ მან გერმანულ არხ ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა.
თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ევროკავშირს დღემდე არ მიუცია ანკარასთვის სრული სამი მილიარდი, რომლიც მიგრანტების მოსაწყობად არის გამოყოფილი.
მან ასევე თქვა, რომ თურქეთმა სამი მილიონი ლტოლვილი მიიღო, რომელზეც 12 მილიარდი ევრო დახარჯა. “ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. ევროპელები?” – დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 18 მარტს ანკარასა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ევროკავშირში გადასულ ლტოლვილებს, ევროკავშირი უკან, თურქეთში დააბრუნებს.

აღნიშნულ ხელშეკრულებას საერთაშორისო ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს მიღმა” “სამარცხვინო” უწოდა და პროტესტის ნიშნად გაეროსთან ყველა კონტრაქტი ჩაშალა.

banner
წინა სტატიაშიAmerican Airlines ცეცხლმოკიდებულ ძრავს გამცილებელმა ვიდეო გადაუღო
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინს ანტალიაში ელოდებიან