ბრიუსელის ვაგზლის ევაკუაციის მიზეზი სროლა გახდა – Reuters-ი პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უცნობმა რამდენჯერმე ესროლა იატაკს და მიიმალა. პოლიციამ გილზები ექსპერტიზაზე გააგზავნა. მიმდინარე მომენტში ეჭვმიტანილის ძებნა მიმდინარეობს. მანამდე გავრცელდა, რომ გარ-დიუ-მიდის ვაგზალზე ევაკუაცია მიდიოდა სროლის ხმის გამო.
ასევე, ბელგიის ქალაქ შატლში კომპანია Aperam-ის მეტალურგიულ ქარხანაში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.