ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე უშუალოდ ტერაქტის ადგილას, ზავენტემის აეროპორტში მუშაობდა

ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე ნაჯიმ ლახრაუი 5 წლის განმავლობაში უშუალოდ ტერაქტის ადგილას, ზავენტემის აეროპორტში მუშაობდა. ბელგიური მედიის ცნობით, 2012 წლამდე ის ერთ-ერთი საშუამავლო ფირმის თანამშრომელი იყო, 2013 წელს კი სირიაში საბრძოლველად წავიდა.

ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაჯიმ ლახრაუი ევროპარლამენტის დასუფთავების სამსახურშიც მუშაობდა. ტერაქტების სერია მან, ძმებ ბაქრაუებთან ერთად, ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მოაწყო. ლახრაუიმ თავი ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში აიფეთქა. თავდასხმებს, საერთო ჯამში, 32 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიდარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!
შემდეგი სტატია,,ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა პენსიონერთათვის საარსებო შემწეობის მოხსნას აგრძელებს”