ბრიუსელის სპეცოპერაციისას 6 ადამიანი დააკავეს

ბრიუსდაკავებაფართომასშტაბური ანტიტერორისტული აქციის შედეგად, რომელიც ბრიუსელში გუშინ გაიმართა, 6 ადამიანი დააკავეს – ბელგიური მედია წერს.
სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის ძალები და ვეტმფრენები და ის ჟეტტეს და სკარბეკის რაიონებში ჩატარდა. დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.
როგორც იტყობინებიან, სამი მათგანი ქალაქის ცენტრში დაიჭირეს, შენობის გვერდით, სადაც ფედერალური პროკურატურა მდებარეობს, ორი კი ჟეტტეს რაიონში.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსლეში ტერაქტების სერია მოხდა. აეროპორტსა და მეტროში აფეთქებას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით დაშავდა.
ბელგიაში სამდღიანი გლოვის დღე გამოცხადდა.
დღეიდან ტერორისტული საფრთხე მესამე დონით შეფასდა.

banner
წინა სტატიაშიტერაქტების შემდეგ სოცქსელებში სიძულვილის გაღვივებისთვის პოლიციამ ბრიტანელი დააკავა
შემდეგი სტატიაიაპონიაში ორი მკვლელი სიკვდილით დასაჯეს