ბრიუსელის სადგური ორი საეჭვო ჩემოდნის გამო ევაკუირებულია

ბრიუსელის ვაგზალი ორი საეჭვო ჩემოდნის გამო ევაკუირებულია

1დღეს, ბრიუსელის ცენტრალური რკინიგზის სადგური, ორი საეჭვო ჩემოდნის პოვნის შემდეგ, ევაკუირებულია – Sunday Express-ი წერს. პოლიციის წარმომადგენელმა პიტერ დე ვალემ განაცხადა, რომ ჩემოდნები შემნახველ საკანთან იპოვეს. “ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ არ გაერისკათ და განგაში გამოაცხადეს” – აღნიშნა ვალემ. ევაკუირება მოხდა ასევე სასტუმროსი, რომელიც ახლომახლო მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელგიის პოლიციამ ტერორიზმში 12 ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

ჩემოდნებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრეს
შემდეგი სტატია(video) “ვერ დამაკავებენ, არც ველოდები და არც აქვთ საფუძველი, რომ დამაკავონ”