ბრიუსელის ცენტრში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში – ამჯერად ევროკომისიის შენობასთან ახლოს, მაალბეკის მეტროს სადგურში მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სადგურიდან კი ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ბელგიის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შესახებ კი ახალი დეტალები ვრცელდება.

ბელგიური მედიის ცნობით აფეთქებამდე სროლის ხმასთან ერთად ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილებიც ისმოდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მესამე საეჭვო პაკეტი იპოვეს.

ვრცელდება დაღუპულთა შესახებ ახალი მონაცემებიც. დაუზუსტებელი ცნობით 17 ადამიანია დაღუპული, 25 ზე მეტი კი დაჭრილი. ორი აფეთქება 8 საათზე ავიაკომპანია ემერიქან ეარლაინზის სარეგისტრაციო პუნქტთან მოხდა.

ამ დროისთვის აეროპორტი დახურულია და რეისების მიღებაც შეაჩერეს. ადმინისტრაცია მოუწოდებს მგზავრებს აეროპორტში არ მივიდნენ. აფეთქების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა შენობის ფასადი და დაზიანებულია ჩამოფრენების დარბაზიც. ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ სავარაუდოდ მომხდარი ტერაქტია.

გასულ კვირას ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია უკავშირდება თუ არა დღევანდელი აფეთქებები ტერორიზმს.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შოუს ხასიათს მიიღებს