(video) ბრიუსელის ცენტრი სოლიდარობის ცენტრად გადააქციეს

გტრებრიუსელის ცენტრში ადამიანებმა შეკრება დაიწყეს, რომ დღეს ტერაქტის შედეგად დაღუპულ ადამაინებს პატივი მიაგონ და სოლიდარობა გამოუცხადონ. ისინი ასფალტზე საკუთარ სურვილებს წერენ გრან-პლას ცენტრალურ მოედანზე. ადამიანები წარწერებს სხვადასხვა ენაზე აკეთებენ, მათ შორის არაბულ ენაზე. “შეწყვიტეთ ომი”, “გააჩერეთ ტერორიზმი”, “ესპანეთი თქვენთან არის”, “მე მუსლიმი ვარ და მე ვგმობ ტერორისტულ აქტებს” – ასეთია ასფალტზე წარწერები.
დღეს ბრიუსელში ტერაქტების სერიას აეროპორტსა და მეტროში დაახლოებით 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაშავებულია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის აეროპორტის ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა