ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე დაიწყებს მუშაობას

briuselis_aeroportiბრიუსელის ზავენტემის აეროპორტი, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, სამშაბათამდე, 29 მარტამდე დაიწყებს მუშაობას – ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
საიტზე ასევე წერია, რომ 22 მარტს ჩაბარებული ბარგის გაცემას იწყებს აეროპორტი.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს აეროპორტის შენობა იქ მომხდარი ტერაქტის გამო დაზიანდა.
იმავე დღეს რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა ქალაქის მეტროშიც. სულ 31 ადამიანი გარდაიცვალა და 300-მდე დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიმერაიან ქერმა ბრიუსელის კონცერტი გადადო
შემდეგი სტატიასაფრანგეთის განათლების მინისტრი სოციალური ქსელის მომხმარებლებში განხილვის საგნად იქცა