ბრიტანეთში სამი ერაყელი ელჩის გატაცების მცდელობის გამო დააკავეს

ბრიტანეთში სამი ერაყელი ელჩის გატაცების მცდელობის გამო დააკავეს

ბრიტანეთში სამი ერაყელი ელჩის გატაცების მცდელობის გამო დააკავესსამი ერაყელი, რომლებიც მალე ბრიტანეთიდან იქნებიან ექსტრადირებული, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფებების წევრები არიან – მათი მიზანი ელჩის გატაცება იყო.
ლონდონის სასამართლომ 38 წლის ბაკრ ჰამადი, 32 წლის ზანა რახიმი და 33 წლის ავატ ჰამმასალიხი ექსტრემისტულ ორგანიზაცია “რავტი შაკსის” წევრობაში დაადანაშაულა. ისინი ევროპაში თავდასხმების სერიებს გეგმავდნენ – ამტკიცებს ბრალდების მხარე.

დაკავებები პოლიციის რეიდის დროს მოხდა. სულ, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 13 ადამიანი დაიჭირეს.
სამივე ერაყელი იტალიაში იქნება ექსტრადირებული, სადაც მათ ტერორისტული აქტების მოწყობასა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში ედებათ ბრალი. ისინი იტალიის მთავრობის თხოვნით იქნენ დაკავებული.

“რავტი შაკსი” დასავლეთ ევროპაში ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდა.
“ორგანიზაციას ირანის ქურთების ავტონომიაში ხალიფატის შექმნა უნდოდა, მათი მიზანი ასევე ჯიჰადისტური მასალების გასავრცელებლად ევროპაში ქსელის განვითარება იყო ” – ნათქვამია ბრალდებაში.

ბრ1

მასალების თანახმად, დაჯგუფების ლიდერი 2012 წელს ნორვეგიაში დააკავეს. მისმა მომხრეებმა მაღალჩინოსნების, მათ შორის ელჩების მძევლად აყვანა დაგეგმეს, რომ ისინი თავიანთ ლიდერში გაეცვალათ.
პროკურატურის თქმით, დაჯგუფება ნორვეგიის ტერიტორიაზე რეაქტიული რაკეტების შეტანას გეგმავდა ჯიჰადის განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშიპარიზი: აბაუდას ბიძაშვილს თავი არ აუფეთქებია
შემდეგი სტატიანუგზარ სულაშვილი: “რა მოხდა სინამდვილეში ევროპარლამენტში?”