ბრიტანეთში Independent-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა

ბრიტანეთში Independent-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა

The Independent - July 2013ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent დღეს ქაღალდის უკანასკნელი ნომერი გამოსცა. გაზეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, Independent-ი მხოლოდ ონლაინ ვერსიით იარსებებს.
1995 წლიდან, ბრიტანეთში, პირველი შემთხვევაა მსგავსი უმსხვილესი გამოცემის დახურვა და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა.
ყოველდღიური Independent-ი 1986 წელს დაარსდა და 1990 წელს მისმა ტირაჟმა 400 ათასს მიაღწია, თუმცა რამდენიმე წელიწადში მისი ტირაჟი საგრძნობლად დაეცა. 2010 წელს გაზეთი რუსმა ბიზმესმენმა ალექსანდრ ლებედევმა ნომინალურ ფასად 1 ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
2015 წლისათვის გაზეთის ყოველდღიური ტირაჟი 58 ათასამდე დაეცა.
გაზეთის მფლობელების თქმით, მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, გამოცემის ონლაინ ვერსია ძალიან პოლულარულია.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International-მა ადვოკატ გრობავსკის მკვლელების დასჯისკენ მოწოდება გააკეთა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა