ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმი დილიდან მიმდინარეობს

დღეს, ბრიტანული დროით 09.00 საათზე რეფერენდუმი გაიხსნა, სადაც დიდი ბრიტანეთის მომავალი ბედი უნდა გადაწყვიტოს მოსახლეობამ – The Independent-ი წერს. რეფერენდუმი შუაღამემდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
პლებისციტის მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას, “უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში”.
ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრიტანელები კავშირში დარჩენას არჩევენ.

გუშინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელიც კომპანია YouGov-მ ჩაატარა, ევროკავშირში ყოფნის მომხრეა 51%, წინააღმდეგია – 49%.

გაზეთ Daily Mail-ისა და ტელეკომპანია ITV-ს სატელეფონო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაიზარდა.
რეფერენდუმის ინიციატორი პრემიერი დევიდ კემერონი გახდა – დაპირება მან მის ხელახლა არჩევის შემდეგ დადო. პოლიტიკოსი აქტიურად გამოდიოდა ქვეყნის ბლოკში დარჩენისთვის იმ პირობით, თუკი ევროკავშირი გარკვეულ რეფორმებს ჩაატარებდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ გოგირდის აბანოების თანამშრომლები დააკავა