ბრიტანეთმა სირიისკენ წყალქვეშა გემები გააგზავნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ წყალქვეშა გემები სირიისკენ გააგზავნა – Telegraph-ი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს. სუბმაირინი სამხედრო მზაობაშია და ბრძანებას ელოდება ლონდონიდან. ასევე, Telegraph-ის ინფორმაციით, ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო არდადეგებიდან გამოიძახა საგანგებო სხდომაზე, სადაც სირიაზე მოსალოდნელი თავდასხმის საკითხებს განიხილავენ.

მანამდე გავრცელდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მზად არის პარლამენტის თანხმობის გარეშე ბრიტანელი სამხედროები სირიაში სამხედრო ოპერაციაზე გაუშვას – “ბიბისი” საკუთარ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა. მათი მტკიცებით, მეის სურს “დამასკოში ახალი ქიმიური შეტევა აიცილოს თავიდან” და თვლის, რომ მოქმედება აუცილებელი და სასწრაფოა.
გარდა ამისა, ტერეზა მეის არ სურს დონალდ ტრამპი ალოდინოს მანამ, სანამ ბრიტანეთის პოლიტიკური ძალები ერთ აზრამდე მივლენ. კერძოდ, ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა უკვე განაცხადა, რომ სირიზე დარტყმები კონფლიქტის ახალ ესკალაციას გამოიწვევს და პარლამენტისგან მოითხოვა სირიაში ძალისმიერ ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობას კენჭი უყარონ.

11 აპრილს Times-მა გაავრცელა, რომ მეიმ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ლონდონს მეტი მტკიცებულებები სჭირდება ქიმიური შეტევის შესახებ რომ სირიაში სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონისა და “შავი ბიჭის” ყალბი პორნოს ავტორი რუსი იყო
შემდეგი სტატიაBBC: სირიაში, შესაძლებელია, საერთაშორისო კონფლიქტი დაიწყოს – ვინ არიან მისი მონაწილეები