ბრიტანეთმა სირიის საკითხზე, შესაძლებელია, პოზიცია შეიცვალოს

ბრიტანეთის მთავრობა, შესაძლებელია დაეთანხმოს იმას, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი საკუთარ პოსტზე დარჩეს – 26 იანვარს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უმაღლესი პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
“ყველა უხერხულობას და რისკს ვიაზრებ, რომელიც სირიის საკითხზე პოზიციის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, სირიის პოლიტიკისადმი ჩვენი პოზიციის შეცვლას, რეალისტურად ვუყურებ. ჩვენი ძველი პოზიცია, ვშიშობ, არ გამოგვადგება. ჩვენ მანტრასავით ვიმეორებდით, რომ ასადი უნდა წავიდეს, თუმცა, ამას ვერ მივაღწიეთ და ამის გამო პრობლემებს შევეჯახეთ” – განაცხადა მინისტრმა – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელს 5,5 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ არ გადაარჩინა გოგონა, რომელიც იხრჩობოდა
შემდეგი სტატიაგაასხვისა თუ არა საქართველოს ბანკმა აუქციონის წესით რუსთავის აზოტი?!