ბრიტანეთმა სირიაში თვითმფრინავი გააგზავნა, რომელიც ავიადარტყმებისთვის არის განკუთვნილი

ბრიტანეთმა სირიაში, აღმოსავლეთ შუამდინარეთში საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავი გააგზავნა, რომელიც, ასევე Sentinel R1 (ASTOR) ავიადარტყმებისთვის არის განკუთვნილი. ის ხუთშაბათს, 12 აპრილს უოლდინგტონის ავიაბაზიდან გაფრინდა – რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნავენ, რომ საღამოს 7 საათისთვის თვითმფრინავი, რომლის საბორტო ნომერია ZJ690 საბერძნეთთან, კუნძულ კვიპროსთან დააფიქსირეს. ჯერჯერობით, უცნობია დაეშვა თუ არა ის ავიაბაზა არკოტინიში თუ სირიისკენ გააგრძელა გზა.
ადრე გავრცელდა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ბრიტანელი მფრინავები კვიპროსის ავიაბაზიდან იფრენენ.

banner
წინა სტატიაშირუსი მღვდელი მოსკოველებს ზიარებისკენ მოუწოდებს: ჩვენ არ გვეშინია დიდი ქალაქების დანგრევის
შემდეგი სტატიააშშ-ს სირიაში ქიმიური შეტევის დამამტკიცებელი ფაქტები აქვს