ბრიტანეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამომგდები ტერორისტი დაასახელა…

ბრიტანული ,,სანდი თაიმსის,, (Sunday Times) ცნობით, ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულის თავზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავი А321 ,,ისლამური სახელმწიფოს,, სინაის დაჯგუფების ლიდერის აბუ უსამა ალ-მასრის მიერ ორგანიზებული ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა…

გამოცემა, ბრიტანულ დაზვერვაზე და სახელისუფლო სტრუქტურებზე  დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავი რომლის ბორტზეც 224 ადამიანი იმყოფებოდა, თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა, რომელიც ეგვიპტელი მოძღვარის, ალ-მასრის ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზებით იქნა თვითმფრინავში შეტანილი. ინტერნეტში გავრცელებული მიმართვითაც, ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ ალ-ნასრის სახელით მოქმედმა ისლამისტებმა აიღეს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლება მზადაა დაეხმაროს ეგვიპტეს, სინაის ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული დაჯგუფებისა და მისი ლიდერის შეპყრობა-ლიკვიდაციის საქმეში, რისთვისაც მზადაა გააგზავნოს ამ ქვეყანაში ბრიტანული SAS-ის სპეცდანაყოფი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,შოთა ჰოჯა სინდისი არ გაწუხებს? აქედან წადი!!!,, – ტრაბზონული მედია შოთა არველაძეს..
შემდეგი სტატიარუსეთმა ჩინეთს XIX საუკუნეში წართმეული ტერიტორია დაუბრუნა…