ბრიტანეთმა კვიპროსზე საკუთარ ბაზასთან საჰაერო სივრცე დახურა

“სამხედრო აქტიურობის გაზრდის” გამო კვიპროსში, ბრიტანულ ავიაბაზა აკროტირთან ხუთშაბათიდან საჰაერო სივრცე დაიხურა. გავრცელებულ ინფორმაციით, 12 მაისიდან ბრიტანულ ავიაბაზასთან ახლოს სამოქალაქო ავიაციისთვის გადაფრენა საშიშია. სავარაუდოდ, ბრიტანეთი სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ადრე გავრცელდა, რომ თეთრი სახლი თავის ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებთან ერთად ინტენსიურად აწარმოებს კონსულტაციებს სირიაში ასადის არმიის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. 7 აპრილს გავრცელდა, რომ ასადის არმიამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი: გადაწყვეტილების მისაღებად ტრამპი დაზვერვის მონაცემებს სწავლობს
შემდეგი სტატიარუსი მღვდელი მოსკოველებს ზიარებისკენ მოუწოდებს: ჩვენ არ გვეშინია დიდი ქალაქების დანგრევის