ბრიტანეთმა ევროკავშირში წარმომადგენელზე უარი განაცხადა

ბრიტანეთმა მომავალი წლისთვის ევროკავშირში წარმომადგენლის ყოლაზე უარი თქვა – ამის შესახებ სამეფოს პრემიერმა, ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ევროსაბჭოში თავმჯდომარე ექვს თვეში ერთხელ, უკვე შედგენილი გრაფიკის მიხედვით იცვლება, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის ჯერი 2017 წლის მეორე ნახევარში დგებოდა.

მეის თქმით, მისი მთავრობა ამ პერიოდში ევროკავშირიდან გასვლის პირობებით იქნება დაკავებული.

მეი 13 ივლისს გახდა ბრიტანეთის პრემიერი. მანამდე ის შსს-ს ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება
შემდეგი სტატიაგია გვიჩიანი შეიძლება, პრეზიდენტმა შეიწყალოს