ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა “ნოვიჩოკის” წარმომავლობა დაადგინეს

ბრიტანეთის სპეცსამსახურები თვლიან, რომ მათ დაადგინეს რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიის ადგილმდებარეობა, სადაც “ნოვიჩოკი” აწარმოეს – მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ – 5 აპრილს ლონდონური The Times-ი წერს სახელმწიფო სტრუქტურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, “ნოვიჩოკის” იდენთიფიცირება სკრიპალების მოწამვლის პირველივე დღეებში მოხდა, ასევე, წყაროს თქმით, ბრიტანეთს ადრეც ჰქონდა ამ რუსულ საიდუმლო ლაბორატორიაზე ინფორმაცია. “ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვიყავით იმაში, რომ ნივთიერება, დიდი ალბათობით რუსეთში იყო დამზადებული” – განაცხადა The Times-ის რესპოდენტმა.

ასევე, მისი თქმით, ის, რომ ნივთიერება რუსეთშია წარმოებული არ არის დასკვნის 100%-იანი გარანტია, თუმცა, ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული “ნოვიჩოკი” რუსულ ლაბორატორიაში იყო წარმოებული.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ნივთიერება, რომელიც სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს, იდენთიფიცირებულია, როგორც “ნოვიჩოკი”, ამასთანავე, მათ არ დაუსახელებიათ მისი მწარმოებელი ქვეყანა, რადგანაც, ექსპერტების თქმით, ეს მათ დანიშნულებაში არ შედიოდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პოლიციამ იულია სკრიპალის განცხადება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიატრამპმა სირიიდან არმიის დაუყოვნებლივ გამოყვანა გადაიფიქრა