ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დღეს მეორედ დაბომბეს ტერორისტები სირიაში

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დღეს მეორედ დაბომბეს ტერორისტები სირიაში

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა დღეს მეორედ დაბომბეს ტერორისტები სირიაში დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. ავიადარტყმების მიზანი ნავთობის მოპოვების რაიონები იყო, რომელსაც ჯიჰადისტები აკონტროლებენ. 2 დეკემბერს ბრიტანეთის პარლამენტმა ხმათა დიდი უმეტესობით გადაწყვიტა სირიაში ტერორისტების პოზიციები დაბომბონ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დღეს მეორედ განხორციელდა ტერორისტებზე საჰაერო თავდასხმა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელლონის თქმით, ბრიტანეთი სირიაში კიდევ 8 ავიაგამანადგურებელს გააგზავნის.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს
შემდეგი სტატიასკანდალი-რატომ გარდაიცვალა პატარკაციშვილი და როგორ მდგომარეობაში ნახეს ჟვანია?