ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ევრობრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის 51-ზე მეტმა პროცენტმა გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება, არაორდინალური რეაქცია გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი: “ჩვენ პატივს ვცემთ რეფერენდუმის შედეგებს. ჩვენ გვესმის, რომ გაერთიანებლი სამეფო თავისი გზით მიდის”.

“ჩვენთვის დადგა დრო, სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ. დევიდ კემერონი საკუთარი ქვეყნის წინაშეა პასუხისმგებელი, ჩვენ ევროკავშირის მომავალზე. თქვენ ხედავთ, თუ რა მოსდის ბაზარში ფუნტს. მე არ მინდა, რომ იგივე მოუვიდეს ევროს” – გირტ ვილდერსი, ნიდერლანდების თავისუფლების პარტია.

“ვაშა ბრიტანელებო. ახლა ჩვენი ჯერია. საფრანგეთშიც დადგა დრო რეფერენდუმის!” – მარინ ლე პენი, ფრანგული “ნაციონალური ფრონტი”.

“ბრეკსიტიდან” “ფრეკზიტამდე”: დრო დადგა დემოკრატიის ჩვენს ქვეყანაში იმპორტირების. ფრანგებმა არჩევანის უფლება უნდა მიიღონ” – მარიონ მარეშალ ლე პენი. საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი.

“პირდაპირი, უშუალო ეფექტი ბრიტანეთის რეფერენდუმს ავსტრალიისთვის, იურიდიული კუთხით – ძალიან შეზღუდული ექნება, რადგანაც ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პირობების შეთანხმებაზე გაერთიანებულ სამეფოს რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა, ჩვენ უკვე ვხედავთ ბირჟებზე ვარდნებს. გაურკვევლობა რამდენიმე ხანი ასე შენარჩუნდება” – მალკოლმ ტიორნბული. ავსტრალიის პრემიერი.

“ამ შედეგს, უპირობოდ, ირლანდიაზე გავლენა ექნება, ზუსტად ისე, როგორც ბრიტანეთსა და ევროკავშირზე. დილით, ჩვენი მთავრობა სხდომას ჩაატარებს, რომ რეფერენდუმის შედეგები გავაანალიზოთ. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი განცხადებას გააკეთებს” – ირლანდიის მთავრობა.

“ჯანდაბა! ცუდი დღეა ევროპისთვის” – ზიგმან გაბრიელი. გერმანიის ვიცე-კანცლერი.

“ეს კატასტროფული შედეგია როგორც ბრიტანეთისთვის, ასევე ევროპისთვის და გერმანიისთვის, განსაკუთრებით, გერმანული ეკონომიკისათვის. უსიამოვნოა, რომ მსოფლიოს ეს უძველესი დემოკრატია ჩვენსკენ ზურგით შემობრუნდა” – ანტონ ბერნერი. გერმანიის სავაჭრო ასოციაციის თავმჯდომარე.

“ბრექსიტი” – ეს ცუდი ახალი ამბავია ბრიტანეთისა და ევროპისათვის. ეს იმის ნისანია, რომ ევროკავშირის კონცეფციაა შესაცვლელი” – ვიტოლდ ვაშიკოვსკი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი.

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიდიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიანიკოლა სტარჯონი: შოტლანდია თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს