(ვიდეო) ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში აფეთქება მოხდა

ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა – ამ წუთებში Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლი, რომელიც აფეთქებას მოყვა, რამდენიმე კილომეტრის სიშორეზე ჩანს. ქალაქის საგანგებო სამსახურებმა მომხდარს “მნიშვნელოვანი ინციდენტი” უწოდეს.
სავარაუდოდ, აფეთქება სუპერმარკეტ Londis-ში მოხდა. ამ ეტაპზე საუბარია დაახლოებით 4 დაშავებულზე. პირველადი ვერსიით აფეთქება გაზმა გამოიწვია.

 

 

 

https://youtu.be/uXGvNhJbswU

 

banner
წინა სტატიაშიერაყში ტერორიზმის ბრალდებით თურქ ქალებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკრიშნას ფესტივალზე მკვეთრ ფერებში შეღებილი ხალხი და სოფლები (ფოტოები)