ბრიტანეთის პრემიერი სირიის საკითხზე პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაელოდება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 23:51

ბრიტანეთის პრემიერი სირიის საკითხზე  პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაელოდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მზად არის პარლამენტის თანხმობის გარეშე ბრიტანელი სამხედროები სირიაში სამხედრო ოპერაციაზე გაუშვას – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” საკუთარ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი მტკიცებით, მეის სურს “დამასკოში ახალი ქიმიური შეტევა აიცილოს თავიდან” და თვლის, რომ მოქმედება აუცილებელი და სასწრაფოა.
გარდა ამისა, ტერეზა მეის არ სურს დონალდ ტრამპი ალოდინოს მანამ, სანამ ბრიტანეთის პოლიტიკური ძალები ერთ აზრამდე მივლენ. კერძოდ, ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა უკვე განაცხადა, რომ სირიზე დარტყმები კონფლიქტის ახალ ესკალაციას გამოიწვევს და პარლამენტისგან მოითხოვა სირიაში ძალისმიერ ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობას კენჭი უყარონ.

11 აპრილს Times-მა გაავრცელა, რომ მეიმ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ლონდონს მეტი მტკიცებულებები სჭირდება ქიმიური შეტევის შესახებ რომ სირიაში სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 23:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics