ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: ევროკავშირიდან გასვლა ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: ევროკავშირიდან გასვლა ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა, რომელიც შანხაიში დიდი ოცეულის ქვეყნებს ხვდება, “ბიბისისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი მისი ქვეყანა ევროკავშირიდან გავა, მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება.
“ჩვენ ვნახეთ როგორ დაეცა ფუნტი სტერლინგი. ეს იმის შეხსენებაა, რომ ევროკავშირიდან გასვლა ეს მხოლოდდამხოლოდ ჭადრაკის თამაშია. ცხენზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, მათი შემოსავლების წყარო, მათი ცხოვრების დონე. ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის აზრით, ევროკავშირიდან გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული შოკი იქნება – ჩვენთვის ყველასთვის და მე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს” – განაცხადა ოსბორნმა.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
შემდეგი სტატიალტოლვილთა სამინისტრსთან ლადო სადღობელაშვილი დააკავეს