ბრიტანეთის პარლამენტი რუსული საფრთხის გამო თავდაცვას გააძლიერებს

ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც საუბარია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფო და ნატო გარკვეულ სამხედრო პოტენციალს უნდა ფლობდეს საიმისოდ, რომ რუსული აგრესია დააკავოს.
როგორც დოკუმენტის 58-ე გვერდზე აღინიშნება, ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრა, ევროპული სტაბილურობისათვის სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა უკანასკნელი ხნების მანძილზე არა ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ ის საფრთხეს უქმნის ნატოს და ბრიტანეთს.
მათი თქმით, რუსეთს 48 საათის მანძილზე 13 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზება შეუძლია, ორ დღეში კი – 30 ათასის.
მოხსენების ავტორების აზრით, აღნიშნულ რეალობაში, ბრიტანეთმა საკუთარი სპეციალისტების მომზადების დონე უნდა აამაღლოს და უახლესი მომავლის პოლიტიკურ ანალიზზე იმუშაოს.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ლიდერი სულხან მოლაშვილის წამების საქმის დეტალურ გამოძიებას და ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატია„ექსნაციონალი ვარსკვლავები“ შეიძლება, დაწყვილდნენ