15 წლის უკბილებო ძაღლი სახელად ჩეიზი, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლის სტატუსს ფლობს, სამოდელო სააგენტომ აიყვანა კონტრაქტის საფუძველზე – ამის შესახებ “მეტრო” წერს. ძაღლს კატარაქტა აქვს და გამელოტებულია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სამოდელო სააგენტო Model Direct-ში მოხვედრილიყო, რომელიც ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა M&S, Disney, MAC და Pets at Home. ძაღლის პატრონი შტორმ შაილერი ძაღლის ახალი იმიჯით კმაყოფილია. ჩეიზიმ 2017 წელს კონკურსში “ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში” მესამე ადგილი აიღო. კონკურსი 1961 წლიდან ტარდება.