ბრიტანეთის ელჩი: ჩვენ ვგმობთ ძალადაობას

ბრიტანეთის საელჩო გმობს ძალადობას, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზ სმიტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხზე კომენტირებისას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ბრიტანეთის საელჩო გმობს ძალადობას. საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ხმა მისცეს მშვიდობიან გარემოში”, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი : „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებებზე უნდა მომხდარიყო რეაგირება
შემდეგი სტატიათურქმა სამხედროებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” 18 ბოევიკი მოკლეს