ბრიტანელმა ტურისტმა საკუთარი პასპორტი საპირპარეშოს ქაღალდის მაგივრად გამოიყენა

ბრიტანელმა ტურისტმა საკუთარი პასპორტი ტუალეტის ქაღალდის მაგივრად გამოიყენა

20ბრიტანელი მოგზაური ფეი უილსონი ტაილანდში არ შეუშვეს იმის გამო, რომ მან საკუთარი პასპორტი საპირფარეშოს ქაღალდის მაგივრად გამოიყენა – ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.
როგოც გავრცელდა, 28 წლის ბრიტანელმა დოკუმენტის გვერდები რამდენიმე წლის წინ ამოხია, როცა ნევროზულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ტაილანდში რამდენიმე თვის გატარებას აპირებდა, სანამ ერთი წლით ავსტრალიაში გადასახლდებოდა.
მოგზაურის თქმით, საპასპორტო კონტროლზე, როცა მის დოკუმენტს ამოწმებდნენ, კითხეს, რატომ აკლდა მას გვერდები. “მე ვუპასუხე, რომ უხერხული იყო ეს ასახსნელად. სანამ გავაგრძელებდი, მათ უკან დუბაიში გამადეპორტეს, შემდეგ გლაზგოში დოკუმენტი სულ ჩამომართვეს” – განაცხადა უილსონმა.
მან ასევე თქვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ბრიტანეთამდე მთელი გზის მანძილზე მას დაცვა გამოუყვეს.
გოგონას თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი რამ გადახდა თავს, რადგანაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მან ეს პასპორტი მინიმუმ 8-ჯერ გამოიყენა და არასდროს შექმნია პრობლემები.

banner
წინა სტატიაშიფრანგებმა ბრიტანელები ბლინებისადმი ბარბაროსულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიაკადიროვმა ტორტით სახემოთხუპნული ბასკოვის ფოტო გამოაქვეყნა