ბრიტანელმა სექსამდე 24 საათით ადრე ის პოლიციას უნდა შეატყობინოს

76ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მამაკაცმა, რომელიც გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, ნებისმიერი უახლოესი სექსის შესახებ პოლიციას უნდა შეატყობინოს დაგეგმვამდე 24 საათით ადრე.

ეს ახალი კანონის აღსრულების პირველი შემთხვევაა, რომელიც გასულ წელს უელსსა და ინგლისში შემოიღეს და ბრალდებულის სექსუალურ ქცევებს ეხება.

აღნიშნული მამაკაცი, რომელიც არის 40 წლის და იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისი სახელი არ სახელდება, 2015 წელს გაუპატიურების საქმეზე სასამართლომ გაამართლა მისი ჩვენების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მსხვერპლი სექსუალურ კონტაქტზე თანახმა იყო.

დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება იორკის სასამართლმ 4 თვით გააგრძელა. გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულმა ნებისმიერი სახის სექსუალური კონტაქტის შესახებ 24 საათით ადრე უნდა შეატყობნოს პოლიციას. მან, ასევე პოლიციას უნდა წარუდგინოს პარტნიორი ქალის სახელი და გვარი, ასევე მისამართი და დაბადების თარიღი.

“სექსუალური რისკების შესახებ სასამართლო დადგენილება” ინგლისმა და უელსმა შარშან მიიღო და ის ძალაში შევა ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებიც სექსუალური ძალადობისკენ არიან მიდრეკილი, ასევე იმ შემთხვევებში, როცა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან
შემდეგი სტატიამაია ჯაბუას 29 იანვარს ვარსკვლავს გაუხსნიან