ბრიტანელი პრემიერის გამარჯვება ბრიუსელში

ბრიტანელი პრემიერის გამარჯვება ბრიუსელში

12 (2)ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, ორი დღის განმავლობაში თითქმის შესვენების გარეშე მიმდინარე შეხვედრაზე, ევროკავშირი დაარწმუნა მისი მოთხოვნების აუცილებლობაში და იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ითხოვდა – წერს “ბიბისი”.
პრემიერ-მინისტრს ახლა დაპირებისამებრ შეუძლია ჩაატაროს რეფერენდუმი, მაგრამ მოსახლეობას მოუწოდოს რომ ისინი არ უნდა გავიდნენ კავშირიდან.
კემერონმა მიაღწია იმას, რომ ბრიტანეთი ლტოლვილებს არ გადაუხდის სოციალურ დახმარებას 7 წლის მანძილზე (პრემიერის მოთხოვნა იყო 4 წელი), ასევე დაკმაყოფილდა მისი ყველა დანარჩენი მოთხოვნა, რომელთა მიზანი იყო ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული სტატუსით დაფიქსირება და მისი უფლება, მონაწილეობა არ მიიღოს კავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში.

სავარაუდოდ, კემერონი ორშაბათს დაასახელებს რეფერენდუმის ვადას.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე-კარასისნის შეხვედრა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიება არის წმინდად სამართლებრივი პროცედურა და მას ვერ დაზიანებს ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები