ბრიტანელი მილიარდელი რუსეთის სპეცსამსახურებთან მუშაობაშია ეჭვმიტანილი

მილიარდელი და კვლევითი ცენტრის Legatum Institute დამფუძნებელი კრისტოფ ჩანდლერი “რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან არის კავშირში” – განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა რობერტ სილიმ. ამის გამო გახდა ჩანდლერი 2002 წელს საფრანგეთის დაზვერვის სამსახურების ინტერესის საგანი – თქვა სილიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მას და პარლამენტის კიდევ ოთხ წევრს მონაკოს უსაფრთხოების სამსახურებმა გადასცეს – თქვა მან. დოკუმენტები დათარიღებულია 2005 წლით და ის 1990-იანი წლებიდან იწყება. მასში, ასევე ფიგურირებს კრისტოფერის ძმა – რიჩარდ ჩანდლერი. პოლიტიკოსის თქმით, დოკუმენტები მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.
Legatum Institute-მა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ბიზნესმენი არასდროს ყოფილა რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული. კრისტოფერ ჩანდლერი და სხვები კვლევითი ცენტრიდან, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურების დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიფიფა ახალ ტურნირს იწყებს
შემდეგი სტატიაგერმანია სომხებს მოუწოდებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნონ