ბრიტანელი დოკუმენტალისტის რუსული პროპაგანდა 2008 წლის ომზე ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ქართული ომი 2008: რა მოხდა სინამდვილეში” (⚡ Georgian War, 2008: What Really Happened? Exclusive Documentary!) ბრიტანელმა გარამ ვილიამ ფილიპსმა (Graham William Phillips) გადაიღო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე. ფილმის ავტორის თქმით, ეს პირველი ინგლისურენოვანი ქრონიკაა 2008 წლის ომზე, რომლის დროსაც საქართველომ მცირერიცხოვან ერს ცეცხლის გაუხსნა, რადგანაც თვითგამორკვევადაწყებული ოსების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება გადაწყვიტა.
ფილმის ავტორი ცნობილია იმით, რომ ის რუსული პროპაგანდისტული არხის Russia Today-თვის ამხადებდა სიუჟეტებს აღმოსავლეთ უკრაინიდან, დონბასის კონფლიქტზე.
ე.წ. სამხრეთ ოსეთზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ანოტაციაში ავტორი ამბობს, რომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელ მხარეს წარმოადგენს და მაქსიმალურად შეეცადა სიმართლე ეჩვენებინა ინგლისურენოვანი მაყურებლისთვის, ასევე, ამ ფილმით ის ამბობს, რომ დასავლურ მედიას, რომელსაც ყოველთვის პროქართული პოზიცია ჰქონდა, გამოწვავას უგზავნის.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ რეფორმები ნამდვილად წარმატებულად განახორციელა
შემდეგი სტატიადრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის