ბრიტანელი ბიზნესმენები: „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული!“

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული, – ამის შესახებ ბრიტანელმა ბიზნესმენებმა – დეივიდ და ჯილიან ჰისებმა თბილისის საქალქო სასამართლოში განაცხადეს და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დაადასტურეს.
როგორც დევიდ და ჯილიან ჰისებმა სასამართლოზე აღნიშნეს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გიგა ბედენეიშვილის ინიციატივით შეხვდნენ მას ლონდონში, სასტუმრო „ბერკლიში“, სადაც სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, 2004 წლის ივლისში.
ბრიტანელი ბიზნესმენების განცხადებით, ამ შეხვედრას, გიგია ბედინეიშვილთან ერთდ, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. როგორც ჰისებმა სასამართლოს განუმარტეს, შეხვედრაზე გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ „ომეგას“ ოფისებიდან ჯარი მხოლოდ მაშინ გავიდოდა, როცა „ომეგა ჯგუფი“ 51%-იან წილს მთავრობისგან ნომინირებულ პირს უსასყიდლოდ გადასცემდა.
როგორც ბრიტანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე მხოლოდ გიგა ბედინეიშვილი საუბრობდა, სააკაშვილი კი ჩუმად იყო.
ბრიტანელი ბიზნესმენ დევიდ ჰისის თქმით, ვინაიდან 2004 წლის მოვლენების დროს „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესპარტნიორი იყო, მის ინტერესში შედიოდა, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ განხორციელებული უკანონობა აღკვეთლიყო.
შეგახსენებთ: შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოშ სასამრთლო პროცესები ჭინურდება და თითქმის 2 წელია მიმდინარეობს.
„ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ორი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.
„იბერიას” საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მასისს განახლდება.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე, ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაუყიდის თუ არა მანქანას ივანიშვილი პოლიციის უფროსის მოადგილეს?!