ბრიტანელი ბარონის ქალიშვილი ფილიპინებში ნარკოტიკების გამო მოკლეს

ბრიტანელი ბარონის ქალიშვილი ფილიპინებში ნარკოტიკების გამო მოკლეს

3გარდაცვლილი ბრიტანელი ბარონის ქალიშვილი მარია ავრორა მოინიხანი ფილიპინებში, მანილში მოკლეს. მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით ქუჩაში იპოვეს ტრაფარეტთან ერთად, რომელზეც ეწერა: “ნარკოტიკებით მოვაჭრე. შენ შემდეგი ხარ!”
45 წლის ქალი 2013 წლის ანტინარკოტიკული რეიდის დროს დააკავეს, მაგრამ თავდებით იყო გამოშვებული. ის ფილიპინელი ცნობილი მსახიობის და მოდელის მარიტონ ფერნანდესის დაა. ფერნანდესმა მედიას სთხოვა პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას, რადგანაც ოჯახი მგლოვიარეა.

ფილიპინებში პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მოსვლის შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში მოხდა, ნარკორეიდების დროს 3 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.

banner
წინა სტატიაშიმდიდარი ჩინელის შვილმა საკუთარ ძაღლს რვა iPhone 7 უყიდა
შემდეგი სტატიაავსტრია უნგრეთის საზღვარზე მავთულხლართებს აგებს