ბრიტანელ დეპუტატს შავკანიანი კოლეგა დამლაგებელში აერია

ბრიტანეთის ერთ-ერთ დეპუტატს თავისი შავლანიანი კოლეგა დონ ბალტერი დამლაგებელში შეეშალა – ამის შესახებ დეპუტატმა “ბიბისის” ეთერში ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ის პარლამენტის შენობაში ერთ-ერთ ლიფტში შევიდა, რომელიც მხოლოდ კანონმდებლებისთვის არის განკუთვნილი. როცა ის კოლეგამ დაინახა (მისი ვინაობა არ სახელდება), ბატლერს მიმართა: “იცით, ეს ლიფტი დამლაგებლებისთვის არ არის”.
ლონდონის ყოფილმა მერმა კენ ლივინგსტონმა მომხდარს “სიგიჟე” უწოდა. “ის წლებია პარლამენტის დეპუტატია და ამასთანავე, რეგულარულად გამოდის სიტყვით” – განაცხადა მან, ინციდენტის ციტირებისას.

თვითონ პარლამენტარმა მომხდარს რასიზმი უწოდა. ბალტლერის თქმით, ის მსგავს სიტუაციებს რეგულარულად ეჯახება სამუშაო ადგილას. კერძოდ, კი 2008 წელს ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მას პარლამენტის შენობაში ყოფნის უფლება. პარლამენტარის პასუხზე, რომ ის დეპუტატია, მინისტრმა უპასუხა: “დღეს აქ ვინც მოხვდებათ ყველას უშვებენ”.
დონ ბატლერი იამაიკელი მიგრანტების შვილია. 46 წლის ასაკში ის პირველად 2005 წელს აირჩიეს დეპუტატად. 10 წლის შემდეგ კი ის ხელახლა მოხვდა საკანონმდებლო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი შესაძლოა დღეს დაკითხონ
შემდეგი სტატიაებრაელ ჯარისკაცებს წვერის მოშვების უფლების მიღება გაურთულდათ