ბრიყვი, ყეყეჩი კაცი იდიოტობებს ლაპარაკობს – ალეკო ელისაშვილი თამაზ მეჭიაურს პასუხობს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, მმართველი გუნდის დეპუტატს, თამაზ მეჭიაურს, პასუხობს და მის განცხადებას “იდიოტურს” უწოდებს.

ამის შესახებ ელისაშვილმა კურიერთან ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტს ისეთი „ყეყეჩი“ დეპუტატების შენახვა, როგორიც თამაზ მეჭიაურია, ძალიან ძვირი უჯდება.

„ბრიყვი კაცის შენახვაში რამდენს ვიხდით მოქალაქეები. კაცი, რომელიც იდიოტობაზე იდიოტობას ლაპარაკობს და ცხვირს მიზომავს, მის პასუხად სულ ერთი ქალაქური ფრაზის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ ამას არც თავს ვაკადრებ და არც მაყურებელს. ფული რომ არ გვიჯდებოდეს, გული არ დამწყდებოდა. უბრალოდ, ძალიან დიდი ფული გვიჯდება ეს ყეყეჩი კაცი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ალეკო ელისაშვილის განცხადებას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისას მასზე პოლიტიკოსების მხრიდან არსებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, “ტყუილი” უწოდა და თავად ალეკო ელისაშვილს “მატყუარა”.

banner
წინა სტატიაში,,თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს”
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ამ ბინძურ ხალხს პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე