ბრიჯიტ ბრინკი – ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკსმა თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უჭერენ ღია კარის პოლიტიკას შეერთებული შტატები და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები, და როგორია ამ პოლიტიკაში საქართველოს ადგილი. რაცშეეხება ოკუპაციას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამაყი ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა საქართველოში კიდევ ერთხელ გააჟღერა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მხარდაჭერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“ -აღნიშნა ბრინკმა.

მან აშშ-ის დღევანდელ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ვიცი, რომ დღეს გამოქვეყნდა განცხადება და ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა უსაფრთოების კუთხით ერთობლივ თანამშრომლობაზე სასაუბროდ, რომელიც მოიცავს მათ შორის საქართველოს წარმოუდგენლად დიდ წვლილს ავღანეთის მისიაში, ასევე ჩვენს ერთობლივ მიღწევებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში”, -განაცხადა ბრინკმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციისა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის გამო, მხარს დავუჭერთ რუსეთისადმი სანქციების დაწესებას
შემდეგი სტატიარამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო, მით მეტად ენდომებათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს რეინტეგრაცია