ბრეივიკმა სასამართლოში ნაცისტური მისალმება გამოიყენა

ტერორისტი ანდრეი ბრეივიკი, რომელიც დღეს სასამართლოში სააპელაციო განცხადების განხილვის მოსასმენად იყო მიყვანილი, დამსწრეებს ნაცისტური ჟესტით მიესალმა. მოსამართლე მის ამ ჟესტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და ბრეივიკს გაფრთხილება მისცა.
ნორვეგიის სასამართლო 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტლებაზე ორ აპელაციას განიხილავს. მაშინ ბრეივიკმა მიაღწია იმას, რომ ციხეში მისი მდგომარეობა “არაადამიანურ პირობებად” შეფასდა: ტერორისტი იმაზე ჩიოდა, რომ მასთან ცივი ყავა მიჰქონდათ, საჭმელს კი მიკროტალღურ ღუმელში აცხელებდნენ. “ეს იმაზე უარესია, ვიდრე წყალში წამება” – მაშინ ამბობდა ბრეივიკი. გარდა ამისა, მის აღშფოთებას იწვევდა ის, რომ ის იზოლირებული იყო სხვა პატიმრებისგან და რომ მასთან მეგობარ-ექსტრემისტებს არ უშვებდნენ.
მაშინ სასამართლომ საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანად ცნო და გადაწყვეტილება მიიღო, ბრეივიკს კომპენსაციის სახით 40,7 ათასი დოლარი მისცენ. თუმცა, გადაწყვეტილებამ ვერც ერთი მხარე ვერ დააკმაყოფილა – ვერც მომჩინავი და ვერ ნორვეგიის მთავრობა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბრეივიკმა ორი ტერაქტი ჩაიდინა, რომლის დროსაც 69 ახალგაზრდა დახოცა. მათ შორის ერთი ქართველი გოგონა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონმა რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმისკენ მოწოდება გააკეთა
შემდეგი სტატიაიერუსალიმელი ტერორისტის ოჯახს ისრაელში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს