“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

gvaramiaნიკა გვარამიამ საგანგებო  ბრიფინგი გამართა და უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებად ცნობაზე განცხადება გააკეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე განხორციელდება.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის სახელისუფლებო აპარატში, მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს. მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც წესს გადაუხვევენ, წესი სამწუხაროდ, დღეს დაკვეთილი საასამრთლო გადაწყვეტილებებია საქართველოში. სამ, მოსამართლეს გამბედაობას ვულოცავ, მათ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაადგინა. ნიკა გვარამიამ ამის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა, ამ განხილვაზე მოგვეცეს ჩვენი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა, მეც, იმ ადვოკატებსაც, რომლებიც გაძევებულები იყვნენ წინა ინსტანციის მიერ, საზოგადოებასაც მიეცეს შესაძლებლობა, ნახოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ეროვნული ფორუმის” ლიდერებმა თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო სტრუქტურები კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან