ბრაზილიის პრეზიდენტი იმპიჩმენტს ვერ გადაურჩა

b2ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტის დოლმე რუსეფის იმპიჩმენტს კენჭი უყარა და ხმების საკმარისი ოდენობა, ორი მესამედიც მოაგროვა. ბრაზილიის მმართველმა პარტიამ უკვე აღიარა დამარცხება.
ჯერჯერობით, ხმების დათვლა ისევ გრძელდება, თუმცა, პარტიაში აღიარეს, რომ მოწინაარმდეგეებმა შეძლეს ხმების მოგროვება. იმპიჩმენტისთვის საკმარისია 342 ხმა, მიმდინარე მომენტში არსებული მონაცემებით, 330 დეპუტატმა თანხმობა განაცხადა იმპიჩმენტზე.
ქვედა პალატის შემდეგ საკითხს სენატი (პარლამენტის ზედა პალატა) განიხილავს. თუკი სენატორები რუსეთის მხარდაჭერაზე უარს იტყვიან, მას ხელისუფლებას 180 დღით, საკითხის განხილვამდე ჩამოაშორებენ.
რუსეფის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მან ქვეყნის დეფიციტის რეალური ბიუჯეტი დამალა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ის ხელმეორედ იქნა არჩეული. თვითონ პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ბიუროკრატების ჩხუბს ოთარ დანელია შეესწრო
შემდეგი სტატიაყარაბაღის გამბიტი-პარტია ენდშპილის გარეშე